ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების გეგმა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ისევ ბრალდებების მთავარი თემაა. მმართველი პარტია აცხადებს რომ სამუშაო ჯგუფებში არ ჩართვით ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ისტორიულ მიზანს აზიანებს. სახელისუფლებო გუნდის პასუხად ამ დრომდე შეუსრულებელ რეკომენდაციებზე საუბრობს ოპოზიცია.