შარლ მიშელი - 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა - Palitra News

შარლ მიშელი - 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა

2024-02-01 14:43:08+04:00

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას.

„ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი.