საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გადაუდებელი დახმარების ავტომობილებს გზაჯვარედინებზე უპირატესობა მიენიჭება. თბილისის მერიაში ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათ შორის ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროს. ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა აგრეთვე მოიცავს რეალურ დროში საგზაო ინციდენტების აღმოჩენას; დინამიური ტაბლოების მონტაჟს ქალაქის მასშტაბით; რეალურ დროში ქალაქში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას. რაც შეეხება საავტობუსო დერეფნების განვითარებას, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გულისხმობს მწვანე დერეფნების შექმნას, სადაც აქცენტია გაკეთებული ინკლუზიურ გარემოზე, კეთილმოწყობაზე, ველობილიკების და საავტობუსო ხაზების განვითარებაზე, რათა მგზავრთა გადაყვანა სწრაფად და უსაფრთხოდ მოხდეს.