კომერციული ბანკების მოგება რეკორდულად იზრდება. გასულ წელს კომერციულმა ბანკებმა 2 მილიარდ 714 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. რაც 30 %-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წელს კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა 7 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო, საპროცენტო ხარჯებმა 3 მილიარდ 264 მილიონი ლარი. ამავე სტატისტიკით, 2023 წელს ბანკების მიერ მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა სესხებიდან თითქმის 6 მლრდ ლარი, ჯარიმებიდან მხოლოდ 109 მლნ ლარი , ხოლო ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა მოგებამ 667 მლნ ლარი შეადგინა.