„წლის შემდეგ ქმნიან პარტიული დემოკრატიის ფასადს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის პარტიული დემოკრატია. ჩვენთან ვხედავთ, რომ ამ ფასადის შექმნა უნდათ, მაგრამ რეალურად ამ ფასადის უკან ერთი ადამიანის გადაწყვეტილებები დგას და ვიცით, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი რას თვლის და რას აკეთებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ამაზე ფიქრს სჯობს, იმ ადამიანებმა, ვინც მზად არიან ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღონ ამხელა თანამდებობები და აიღონ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ რამეს შეცვლიან, გასცენ კითხვებზე პასუხები. პირველ რიგში, ირაკლი კობახიძე რომ მოვა პარლამენტში, მან უნდა თქვას, რას არ აკეთებდა ირაკლი ღარიბაშვილი თავის დროზე კარგად, იმიტომ, რომ როგორც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის არის დამახასიათებელი, ის მოდიოდა, ანგარიშებს წარუდგენდა პარლამენტს და ირაკლი კობახიძე თავიდან ბოლომდე მხარს უჭერდა მას და მიიჩნევდა, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოში. მაშინ გვიპასუხოს, „ქართული ოცნების“ წარმატების ზენიტში მყოფი პრემიერ-მინისტრი რატომ მიდის ასე მოულოდნელად ყოველგვარი არგუმენტების გარეშე? ირაკლი კობახიძემ უნდა გვიპასუხოს, მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როდესაც კორუფციაზე ილაპარაკა, ვინ იგულისხმა პარტიის შიგნით. დაასახელოს ის ადამიანები, ვინ იყო ნაგულისხმევი და თქვას, როგორ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, რას გვთავაზობს ახალს და განსხვავებულს. პირობითად, საუბარი მიდის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს უშვებენ და ახალი მინისტრი მოდის მის კაბინეტში - რა ვერ გააკეთა ილია დარჩიაშვილმა? მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ შეკითხვებთან დაკავშირებით დამაჯერებელ პასუხებს გაგვცემს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ან რაღაც გვიპასუხოს და იმ პასუხებიდან ჩვენ განვსაზღვრავთ,“ - განაცხადა კორძაიამ.