გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ - Palitra News

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

2024-02-01 12:29:42+04:00

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების, ორგანიზებით გაიმართა და აღნიშნული პროტესტის მიზანია დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 1 100-ი ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ ადამიანს შეუქმნა. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც ატარებენ.