უკრაინის საჰარეო ძალებმა ანექსირებულ ყირიმში ბელბეკის აეროდრომი დაბომბეს. ინფორმაციას „როიტერსი“ უკრაინის საჰაერო ძალების სარდალზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ჯარისკაცებს ოპერაციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. რუსები კი ამბობენ, რომ ანექსირებული ყირიმის მიმართულებით გაშვებული 20 უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტების ფრაგმენტები ბელბეკის აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა, თუმცა საავიაცო აღჭურვილობას ზიანი არ მიადგა.