„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. აღნიშნული პარტნიორობა კავშირების გაძლიერებას, პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებად დასაქმების პერსპექტივას ითვალისწინებს. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ 500 000 ამერიკული დოლარია და აქედან 750 000 ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, USAID-ს წარმომადგენლებმა და აჭარის მთავრობის წევრებმა მიიღეს.