„ქართული ოცნება“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ემზადება. რამდენიმე საათში მმართველი პარტიის ყრილობა დაიწყება, რომელზეც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ მინისტრად ირაკლი კობახიძეს წარადგენს. ღონისძიება 14:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა იმეორებს, რომ სამთავრობო ცვლილებებს აზრი არ აქვს, რადგანაც ამ გადაწყვეტილებებს პარტიაში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას რეალურად ეშინია და ის მარცხისთვის განწირულია. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეფასებები