წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა - Palitra News

წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა

2024-02-01 12:21:58+04:00

წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. დარჩენილ სამუშაოებს კი კონტრაქტორი კომპანიები მარტის თვეში დაამთავრებენ. ამ ეტაპზე დარჩენილია ტროტუარების მოწყობისა და გამწვანების სამუშაოები, ასევე, მიწისქვეშა ნაგვის ურნების მონტაჟიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, კუნძულების მოპირკეთებაც დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება.