საფრანგეთის პოლიციამ 79 ფერმერი დააკავა. ფრანგული მედიის ცნობით, ფერმერები საფრანგეთის სამხრეთით, რუნჯისის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი სასურსათო ბაზრობის საწყობში შეიჭრნენ. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ ფერმერებმა საწყობი დააზიანეს, რის გამოც ისინი დააკავეს. ფერმერების პროტესტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გრძელდება, თუმცა ყველაზე მასშტაბური გამოსვლები საფრანგეთში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ დიზელის საწვავზე გადასახადების შემცირებას და ახალი კანონპროექტის გაუქმებას, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, რომ კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი დაუმუშავებელი დატოვონ.