უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. დნეპროპეტროვსკის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა. მანვე აღნიშნა, რომ თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო, ინფრასტრუქტურული ობიექტი და ექვსი კერძო სახლი დაზიანდა. ასევე ფერმის რამდენიმე შენობაც არის დაზიანებული. რეგიონში საჰაერო თავდასხმის განგაში თითქმის მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.