ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. უწყებაში აცხადებენ, რომ მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით განხორციელდება.