წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია. განახლებულ გზაზე ტრანსპორტი დილიდან ორმხრივად გადაადგილდება. "თბილსერვის ჯგუფმა" სავალი ნაწილი სპეცტექნიკით უკვე დაასუფთავა და გზის დახაზვის სამუშაოებიც დაიწყო. ასევე ტროტუარების კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები გრძელდება. გარდა ამისა, მიწისქვეშა ურნებისა და გარე განათების მონტაჟიც განხორციელდება.