რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს. სერგეი შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის. შოიგუმ ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ.