ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ უკრაინიდან ექსპორტზე გადასახადი კიდევ ერთი წლით შეჩერდეს, თუმცა ევროკავშირში წარმოებული აგრარული პროდუქციის დასაცავად მექანიზმები ამოქმედდეს. როგორც ევროკომისიაში განმარტეს, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის „გაძლიერებული დამცავი მექანიზმი“ ევროპელი ფერმერების ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული.