ირანთან კავშირების მქონე ერაყული ექსტრემისტული ჯგუფი, რომელმაც, სავარაუდოდ ,დრონებით შეტევა მოაწყო იორდანიაში და აშშ-ის სამი სამხედრო იმსხვერპლა, აცხადებს, რომ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ ოპერაციები "შეაჩერა". გასამხედროებული ჯგუფი "კატაიბ ჰეზბოლა" განმარტავს, რომ პაუზა ერაყის მთავრობისთვის "სირცხვილის" თავიდან არიდებას ემსახურება და მიანიშნებს, რომ დრონებით შეტევა დაკავშირებული იყო ღაზის ომში აშშ-ის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერასთან. 28 იანვარს იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედროდრონებით განხორციელებულ შეტევას შეეწირა, რომელიც, პენტაგონის თქმით, თეირანის მიერ მხარდაჭერილი "კატაიბ ჰეზბოლას" "კვალს"ატარებდა - თუმცა ვაშინგტონს დაზუსტებით არ დაუდგენია, რომ შეტევა ამ ჯგუფმა განახორციელა.