რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ გამთენიისას რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ქალაქში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. გამოცემების თანახმად, დრონი ქარხნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც ხანძარი ცარიელ ცისტერნებს გაუჩნდა და ლიკვიდირება დროულად შეძლეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ კი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს დაზვერვის სპეცოპერაცია იყო და დრონმა სამიზნემდე „წარმატებით მიაღწია".