დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რებილიტაციის დასრულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, წერეთლის გამზირზე სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, რომელიც საღამომდე მთლიანად დასრულებული იქნება , ხვალიდან კი მოძრაობა ორმხრივად აღდგება. როგორც თბილისის მერი აცხადებს, „უსამშობლო ადამიანები“, ე.წ. პოლიტიკოსები ქვეყნის აღმშენებლობას დანაშაულად აცხადებენ, თუმცა ქალაქის წინსვლისა და განვითარების პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.