სუს-ში „ალტ-ინფოს“ წევრის ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. სუს-ის ინფორმაციით, კონკრეტული პირის ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც დაკავშირებული იყო აფეთქებებთან. ბექა ვარდოსანიძის ადვოკატის განცხადებით, მისი სახლიდან ამოღებულია სრული ტექნიკა, ამასთან, მის ოჯახის წევრებს ჩამოართვეს ტელეფონები.