პარტია "ლელოს" გეგმა სახელწოდებით 9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ უკვე ცნობილია, თუმცა პოლიტიკურ სპექტრში მოსაზრებები გავრცელდა პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ისინი რეკომენდაციების შესასრულებელ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მმართველი გუნდში ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ ხისტ პოზიციას აფიქსირებენ პარტია ლელოს მისამართით. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით ,პოლიტიკური დღისწესრიგის განსაზღვრა "ლელოს" წევრებზე არ არის დამოკიდებული. ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად "ლელოს" ალტერნატიულ გეგმას ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან.