„ვინ შეიცვლება ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ამ ცვლილებების შედეგად რა შეიცვლება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბიძინა ივანიშვილი უკვე მერამდენე პრემიერს ცვლის, თუმცა ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება. ხვალ როდესაც ისინი კანდიდატებს წარადგენენ და შემდეგ ამას პარლამენტი დაამტკიცებს, ალბათ, არავის გვაქვს მოლოდინი, რომ მაღაზიაში ან ბაზარში გავალთ და პროდუქტზე ფასი შემცირებული იქნება, ან მედიკამენტი გაიაფებული იქნება, ან საწვავს 1 ლარი მოაკლდება და ა.შ. ამით არაფერი იცვლება, უბრალოდ ერთი „კლანი“ შეცვლის მეორე „კლანს“, ახლა ისინი დაიწყებენ ხალხის ხარჯზე ფულის შოვნას“, - განაცხადა ნადირაძემ.