ბელგიელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან, ზეებრუგესთან მისასვლელი გზები დაბლოკეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, პროტესტის მონაწილეებმა ხუთი გზა გადაკეტეს. მათივე ცნობით, შეფერხების დონის შეფასება ნაადრევია. ბელგიელი ფერმერები გაზრდილ ხარჯებს, ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და იაფი საკვების იმპორტს უკვე რამდენიმე დღეა რაც აპროტესტებენ.