კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე „მაგთიკომის“ ბრალდებებს გამოეხმაურა. კახა ბექაურის შეფასებით, კომპანია „მაგთიკომი“ ვერ ეგუება კომუნიკაციების კომისიის თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც ტელეკომ ბაზრის გახსნისა და კონკურენციის გაჯანსაღებისკენ არის მიმართული. ბექაურის განცახდებით, აღნიშნული კომპანია ბაზარზე არსებული პრობლემების გადაფარვის მოტივით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აქცენტების გადატანას ცდილობს. „კომპანია „მაგთიკომმა“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯომარის, კახა ბექაურის საქმიანობის შესწავლა. ბექაური აცხადებს, რომ ამ ფორმით, „მაგთიკომი“ ცდილობს უხეშად ჩაერიოს და გავლენა მოახდინოს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაზე.