უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როგორც ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს, რომ ალიანსის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს კიევის უსაფრთხოების პაკეტის შემუშავებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნული პაკეტი „დიდი შვიდეულის“ ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველი გახდა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს ითვალისწინებდა.