საერთაშორისო მედიების ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების წევრებმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინის საავადმყოფოში რეიდი ჩაატარეს, რა დროსაც სამი პალესტინელი სამხედრო მოკლეს. მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ისრაელელი ჯარისკაცები ექიმების ფორმაში არიან გადაცმულები. ტერორისტული დაჯგუფება ადასტურებს, რომ მოკლული სამხედროები მათი წევრები იყვნენ. რაც შეეხება ისრაელს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს განცხადებები არ გაუვრცელებიათ, თუმცა CNN-ი იუწყება, რომ ქვეყნის უშიშროების მინისტრმა ჩატარებული სამხედრო ოპერაცია მოიწონა. 30 იანვარს ისრაელი მძევლების გათავისუფლებაზე შუამავლების მიერ შეთავაზებულ გარიგებას დათანხმდა.