გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს

2024-01-31 09:25:05+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ქვეყნის მასშტაბით, 100-ი ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 28 შემთხვევაში დარღვევა გამოვლინდა. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში არ აკმაყოფილებდა.