საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა წარადგინოს. ოპოზციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პროცესების მართვა აღარ შეეძლო და ამით მან პარტიაში წესრიგი დაამყარა. მმართველი გუნდის დეპუტატების განცხადებით კი, ირაკლი კობახიძეს პარტია პირველ თებერვალს ყრილობაზე ფორმალურად წარადგეს, რის შემდეგაც პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის მოსმენის გრაფიკი დამტკიცდება, შემდეგ კი რამდენიმე დღის განმავლობაში კომიტეტებში განხილვა წარიმართება.