პირველი შეხვედრა ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებათან დაკავშირებით პარლამენტში უკვე გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა დაესწრო, თუმცა ბოიკოტის რეჟიმში პარტია „ლელო“იყო, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას არ დასწრებია. პარტიაში ამბობენ, რომ ისინი თავად წარადგენენ 9 დათქმის შესასრულებელ გეგმას. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ გადაწყვეტილებას არასერიოზულად მიიჩნევს და უწოდებს. მმართველი გუნდი კი აპირებს, რომ აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები კვლავ გააგრძელოს. უმრავლესობის დეპუტატების განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები რეკომენდაციების შესრულების კუთხით დადებითი შედეგის მომტანი იქნება.