კალიფორნიის უდაბნოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენით მას შემდეგ მივიდა, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცხელ ხაზზე დარეკეს. გამოძიების ფარგლებში 5 ეჭვმიტანილია დაკავებული. პოლიციის წინასწარი ვერსიით, სისხლიანი გარჩევის მიზეზი მარიხუანის უკანონო წარმოება და გაყიდვა იყო.