უნგრეთი თანახმაა უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფას დათანხმდეს. „პოინტთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა გაიმეორა ბოლო დღეებში ბუდაპეშტის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ ის ღიაა უკრაინის დახმარების საკითხზე, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. მაგრამ კომპრომისი არის ის, რომ დაფინანსება უკრაინას გადაეცემა იმ პირობით, რომ ევროკავშირის ქვეყნების აღნიშნულ საკითხს ყოვეწლიურად განიხილავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუდაპეშტს ვეტოს დადება ყოველწლიურად შეეძლება. ევროკავშირის მომავალი სამიტი პირველ თებერვალსაა ჩანიშნული. უნგრეთმა უკრაინისთვის 50-ი მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი გასული წლის დეკემბერში დაბლოკა.