საქართველოში წითელათი ინფიცირების შემთხვევების მატებას მოელიან. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, შემცირებულია ვაქცინირებული ბავშვების წილი, რაც წითელას გავრცელების რისკს ქმნის. მყარი იმუნიტეტის შესაქმნელად საჭიროა ორი ინიექციის გაკეთება, ერთი და ხუთი წლის ასაკში. ჩხაიძემ აღნიშნა, რომ კოვიდპანდემიამდე ვაქცინით მოცვის მაჩვენებელი ერთ წლამდე ბავშვებში 100 პროცენტი იყო, 5 წლის ასაკში კი - 97%. უახლესი მონაცემებით, ერთ წლამდე ბავშვების მხოლოდ 94 პროცენტს აქვს გაკეთებული ვაქცინის პირველი დოზა, 5 წლის ასაკში კი - 88%-ს.