პარტია „ლელომ" ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმა რამდენიმე პუნქტს მოიცავს მათ შორის იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რეკომენდაციების შესასრულებლად უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, მმართველი გუნდი აპირებს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები გააგრძელოს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ამ საკითხსა და პარტია „ლელოს“ ახალი გეგმა პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემა გახდა. ოპოზიციონერ დეპუტატებში აზრი ორად არის გაყოფილი, მმართველ გუნდში კი ფიქრობენ რომ პარტია ლელოს პოლიტიკურ წონაზე გადაჭარბებული მოსაზრება აქვს. კიდევ რა წერია გეგმაში და რას აცხადებენ დეპუტატები მეტ დეტალს მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.