პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა პრემიერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. ამასთანავე, მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება. ხატია სამხარაძე გააგრძელებს ამ თემაზე საუბარს.