ქართულ ოცნებაში დაანონსებულ საკადრო გადაადგილებას პოლიტიკის ექსპერტები აფასებენ. პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ახალი პრემიერის დანიშვნა მმართველი გუნდის წინასაარჩებნო კამპანიის ნაწილია. ექსპერტების ერთი ნაწილი დარწმუნებულია რომ საკადრო გადაადგილება შესაძლო კორუფციულ ფაქტებს არ უკავშირდება. მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს ქართული ოცნების ყოფილი წევრებიც აფასებენ. მათი განცხადებით, გუნდის შიგნით არსებული მიგრაციის უკან ბიძინა ივანიშვილის ხელწერა იკვეთებაა. მერაბ პაპაშვილი გააგრძელებს ამ თემაზე საუბარს.