პარტია „ლელო“ ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმას დღეს წარადგენს. მმართველი გუნდი კი აპირებს, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გააგრძელოს. დღეს, აღნიშნულ საკითხსა და პარტია „ლელოს“ ახალ გეგმას პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციონერ დეპუტატებში აზრი ორად გაიყო, მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ „ლელოს“ თავის პოლიტიკურ წონაზე გადაჭარბებული მოსაზრება აქვს. კიდევ რას აცხადებენ დეპუტატები.