პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელებისთვის 10 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. მასთან ერთად 10-წლიანი პატიმრობა, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, შაჰ მაჰმუდ ქურეშსაც მიესაჯა. აშშ-ში პაკისტანის ელჩის მიერ ისლამაბადის მთავრობისთვის გაგზავნილი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის აღნიშნულ პირებს ბრალი გასული წლის ოქტომბერში წარუდგინეს. პაკისტანის ყოფილი პრემიერი, იმრან ხანი გასული წლის აგვისტოში კორუფციის ბრალდებით დააკავეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას პაკისტანის პარლამენტმა 2022 წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა.