ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შედეგად მიღებული მილიარდობით ევროს უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირეს - Palitra News

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შედეგად მიღებული მილიარდობით ევროს უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირეს

2024-01-30 14:54:02+04:00

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შედეგად მიღებული მილიარდობით ევროს უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირეს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხუთშაბათს ჩანიშნულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, 50-ი მილიარდი ევროს უკრაინისთვი გადაცემაზე შეთანხმდებიან. მოსალოდნელია, რომ ევროკომისია შესთავაზებს გამოყოფილი თანხის გადარიცხვას ევროკავშირის ბიუჯეტში და შემდგომ კიევში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოჩნდება აღნიშნული თანხა უშუალოდ უკრაინაში.