საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უნდა წარადგინოს და სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ ახლა პარტიის დამფუძნებლის გადაწყვეტილებას ელოდება. პოლიტიკოსები კი იმ მინისტრებზეც საუბრობენ, რომლებიც, შესაძლოა, დაკავებული თანამდებობიდან წავიდნენ და ადგილი ირაკლი კობახიძის გუნდის წევრებს დაუთმონ. აღნიშნულ საკითხს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - რას ამბობენ ისინი ამასთან დაკავშირებით.