საქართველოში მიმოქცევაში 8 810 929 საკრედიტო და სადებეტო ბარათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 2,5 საბანკო ბარათი მოდის. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 736 400-ს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოში მიმოქცევაში იყო 552 848 საკრედიტო და 8 258 081 სადებეტო ბარათი. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში VISA-ს 2 550 866 სადებეტო ბარათია, ხოლო Mastercard ბარათების რაოდენობა 4 200 084 -ს შეადგენს. სხვა სისტემების სადებეტო ბარათების რაოდენობა კი 1 507 131-ია