ფრანგი ფერმერები ინფლაციის გამო შემოსავლების შემცირებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდას და ბიუროკრატიას აპროტესტებენ. ფერმერებმა ტრაქტორებით პარიზის გარშემო არსებული საავტომობილო გზები გადაკეტეს. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ფერმერებს დიზელის საწვავის სუბსიდირებას არ შეუწყვეტს და ევროკავშირისგან ეკოლოგიური ნორმის მოითხოვს, თუმცა ფერმერები ამ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ. 2023 წლის დეკემბრიდან აქციებს მართავენ გერმანელი ფერმერებიც.