თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანთან ომი არ სურს. მისივე თქმით, იორდანეში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მომდევნო სამოქმედო ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმართ განხორციელებული თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.