საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით, საქართველოში ტყის ეროვნული აღრიცხვა და ინვენტარიზაცია პირველად ჩატარდა. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართველი ექსპერტები. ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების ანგარიშის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიება საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პროექტის „ECO Georgia”-ს ფარგლებში გაიმართა.