ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან იუნისში „ჰამასის“ 2000-ზე მეტი მებრძოლი მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისივე თქმით, „ჰამასის“ ბევრი მეთაური ლიკვიდირებულია, ბევრი გაიქცა ან ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა. ამასთან, ისრაელის ჯარისკაცებმა ხან-იუნისში „ჰამასის“ ის მებრძოლები დააკავეს, რომლებიც 7-ი ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ. “ჰამასში“ აცხადებენ, რომ არ მიიღებენ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ომის დასრულებას და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარის გაყვანას არ ითვალისწინებს. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი შეთანხმების მიღებამდე, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზას სექტორი დატოვოს.