ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" რუსი ოკუპანტები სკოლებს ხსნიან. რუსეთის მთავრობამ აღნიშნული პროექტი უკვე დაამტკიცა. რუსული მხარე, თავდაცვის სამინისტროს სახით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რამდენიმე, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი სკოლის დამფუძნებელი იქნება. სკოლები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები და დასაქმებული რუსების შვილებისთვის არის გათვლილი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსი სამხედრო მოსამსახურეების შვილები სასწავლებლებში პრიორიტეტულად მიიღებიან. სკოლების დაფინანსებას კი კრემლი უზრუნველყოფს.