საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დაიწყო. გამოცდების მიმდინარეობას ბოლნისსა და მარნეულში ცესკო-ს თავჯდომარე პირადად გაეცნო. სერტიფიცირების მიზანი, საარჩევნო საკითხებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. ასევე საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან თავსებადი კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირება. როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა, ასევე კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები 2023 წლიდან მიმდინარეობს.