“ჰამასი“ აცხადებს, რომ არ მიიღებს არანაირ შეთანხმებას, რომელიც არ ითვალისწინებს ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას.
დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რაიმე შეთანხმება მოხდება, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზა დატოვოს.
ამასთან, „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა, რომ მათ ღაზაში "სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა" სურთ.
„ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის სრულ და ყოვლისმომცველ შეწყვეტაზე და არა დროებით ზავზე. შესაძლებელია დანარჩენი დეტალების განხილვა, მათ შორის მძევლების გათავისუფლება“, - აღნიშნა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა.