უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, ამას მხოლოდ ევროპა ვერ გაუმკლავდება, თუმცა თვლის, რომ ეს არ მოხდება. უკრაინის პრეზიდენტმა ეს მოსაზრება გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში გამოთქვა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, თუ შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, შეძლებს თუ არა ევროპა ამ დანაკლისის შევსებას. პირველ რიგში, მჯერა, რომ ეს არ მოხდება, რომ მარტო ევროპა არ დარჩება. ევროპა მარტო ვერ გაუმკლავდება - იმ დონეზე, რომელზეც უკრაინა მხარდაჭერას აქამდე იღებდა - ვერც იარაღით და ვერც ფინანსურად - აღნიშნა ზელენსკიმ