ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა რომ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ბოროტების არდავიწყება თითოეული მოქალაქის ვალია. მისივე თქმით, ნაცისტების მიერ განხორციელებულმა ჰოლოკოსტმა 6 მილიონი უდანაშაულო ებრაელი კაცის, ქალისა და ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ამასთანავე, ამ დაუნდობელ ქმედებებს მილიონობით სხვა მსხვერპლიც ჰყავდა, რომლებიც სასტიკად იყვნენ მოკლულნი.