უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ხვდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უჟგოროდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრის მომზადებას ისახავდა მიზნად.